მაყვალა მარშუა კავკაზ ანსამბლი „დაიმოახ” კონტაქტი


9.

მარშრუტი დუისი – ჯიბახევი – ბაწარა – ბატანა, (ხანგრძლიობა 5 საათი)

ამ მარშრუტის მონაკვეთი დუისიდან ბატანამდე მანქანით შეგვიძლია გავაროთ, ან ცხენით სოფელი ჯიბახევიდან (დუისიდანაც) შემდეგ ბატანადან კოჭადალა და ხადორამდე გზას ქვეითად ვაგრძელებთ ან ცხენით.
გთავაზობთ ისარგებლოთ მანქანით ან ცხენით, გზის ხარისხის მიხედვით.
ამგვარად დუისიდან მივემგზავრებით მანქანით ჩრდილოეთის მიმართულებით პანკისის ბოლო სოფელ ჯოყოლომდე. ჯიბახევში მისვლის შემდეგ შეგვიძლია დავრჩეთ მანქანაში ან გადავჯდეთ ცხენზე.

ჯიბახევის მთავარ გზაზე, ხიდს გადასულები, მარცხნივ ვუხვევთ. გავუვლით ბაწარას ნაკრძალს, სადაც არის ნაკრძალის მუზეუმი. ნაკრძალი ფოთლოვანი ტყით იწყება, სადაც უნიკალური ჯიშის ურთხმელი ხარობს. უფრო მაღლა, ქიმის ნაპირის ახლოს ურთხმელი მონოლითურ ჯგუფებად იზრდება. მუზეუმი ამჟამად რემონტშია, მის გვერდით სასტუმროც უნდა აიგოს.
ჩვენ გზას პირდაპირ ვაგრძელებთ. პირველივე დიდ გზასაყარზე მარცხნივ აღმა ვუხვევთ. მთელი გზა ალაზანი მოგვაცილებს, რომელზეც რამოდენიმეჯერ მოგვიწევს გადასვლა. ბაწარას შესართვთან ალაზანი რამოდენიმე ნაკადისაგან ფორმირდება: სამყურის-წყალი და ჩხატანის წყალი. სერპანტინით ავდივართ ბებრის თაპის ურელტეხილზე (18 კმ დუისიდან). სახელი დაკავშირებულია მოხუცთან, რომელიც აქ ცხოვრობდა. თაპის ქისტურად ადგილს ნიშნავს.
უღელტეხილიდან დიდი კავკასიონის ნაქერალას მთების შესანიშნავი ხედი იშლება.

უღელტეხილიდან სერპანტინით სულ მაღლა მივუყვებით გზას. გზა 2007 წელს თუშებმა გაიყვანეს და მასზე მორიგ. მაგრამ უკვე ძალიან მაღლა მთაში მდებარე, უღელტეხილ ბატანამდე მანქანით მისვლა არის შესაძლებელი.
მატანაში არის თუში და ქისტი მწყემსების ფაცხები და საზაფხულო ქოხები. ბატანადან დიდი კავკასიონის მწვერვალების ძალიან ლამაზი ხედები იშლება. მწყემსები აქ ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე ცხოვრობენ. უვლიან ცხვრისა და თხების ფარებს, ძროხების ჯოგს. თუშებს თავისი საცხოვრებლების გვერდით ხშირად ღორებიცა ჰყავთ, რასაც შეუძლია იმთავითვე მიგვანიშნოს, რომ იქ ქისტები კი არა ქართველი მთიელები არიან. მთელი სეზონის განმავლობაში მწყემსები ამზადებენ ცხვრის, ძროხისა და თხის რძის ნაწარმს, ყველს. უეჭველად გვიჩვენებენ ყველის დამზადების სხვადასხვა ეტაპსა და გაგვიმასპინძლდებიან უკვე დამზადებულით.
ყველგან, სადაც არიან მწყემსები, აუცილებლად გადავეყრებით ძაღლებს – კავკასიურ ნაგაზებს, რომლებიც ფარას მგლისაგან იცავენ. სიფრთხილეა საჭირო. არ უნდა გაიძრე სანამ მათი პატრონები არ გამოჩნდებიან და ძაღლებს არ დაუძახებენ. მწყემსების მახლობლად გატარებული ღამის შემდეგ ძაღლები სტუმრებს უკვე ყურადღებას აღარ აქცევენ. ფარის წევრად აღგვიქვამენ.
მატანაშიც შეიძლება ღამის გათევა, მაგრამ გირჩევთ გზის გაგრძელებას, 500 მეტრით დაბლა დაშვებას, ქისტი მწყემსების მორიგ ღამისსათევამდე სახელწოდებით კოჭადალა. აქ ბევრად მეტი ადგილია და მდინარეც ჩამოუდის, სადაც ბანაობაც შეიძლება.


up