მაყვალა მარშუა კავკაზ ანსამბლი „დაიმოახ” კონტაქტი


7.

დუისი – მატანი (ხანგრძლიობა 2 – 3 საათი)

ამ მარშრუტის გავლას მანქანით გირჩევთ, თუმცა რა თქმა უნდა მისი ქვეითად გავლაც შეიძლება. დუისიდან მთავარი გზით გავდივართ, მდინარე ალაზნის გასწვრივ, ახმეტის მიმართულებით (სამხრეთით), დაახლოებით 10 კმ.
დუისიდან გამოსვლის შემდეგ, გზად გავივლით ფშაურ სოფლებს ყვარელწყალი ( იქ არის VII საუკუნის ქართული ეკლესია, ნანგრევების სახით), საკობიანო (აქაც არის ძველი ქარტული ეკლესიების რამოდენიმე ნანგრევი), ხელმარჯვნივ დავიტოვებთ ბალხოვერხისა და არცთუ დიდიხნის წინ მთავარი ოსური სოფლის ქორეთისაკენ ჩასახვევ გზას. ამჟამად ქორეთში უმეტესად ქისტები ცხოვრობენ. დარჩენილია ათიოდე ოსური ოჯახი. ოსებმა პანკისის მასიური დატოვება დაიწყეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტისა და 2003 წლამდე პანკისში არსებული დესტაბილიზაციის პერიოდში.
ჩვენი გზიდან უფრო მოშორებით უკვე მოსჩანს ახმეტა და მასზედ ამაღლებული ციხე-სიმაგრე ბახტრიონი, რომელიც ფშავების მიერ აგებული იქნა XVI საუკუნეში. ციხე-სიმაგრე განთქმული გახდა კახელების მიერ XVI საუკუნეში მისი სპარსელებისგან გმირული განთავისუფლებით.
ამასობაში ჩვენ შევდივართ ხეობის უდიდეს სოფელში – მატანი.
სოფელში ბევრი ქვის სახლია, მაღალი ქვედა სართულით. სახლებს გარს ერტყმის ვენახები და ბაღები. ადგლობრივ გორაკებში აქა-იქ კირქვის თეთრი კლდეები გამოსჭვივის.
მატანში შეგვიძლია მოვინახულოთ ფშავების სასაფლაო, ყველაზე საინტერესოა საფლავის ქვები მწოლიარე ფიგურების სახით, ადამიანების ქვის ზეგლები, ცხვრის, ხარის გამოსახულებებით. სასაფლაო დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს.
სასაფლაოს დათვალიერების შემდეგ გავემართებით ციხე-გალავნისკენ, რომელიც სასახლეს გარს ერტყმის. ამ სასახლეში დაიბადა ქაისოსრო (ქაქუცად წოდებული) ჩოლოყაშვილი, საქართველოს ცნობილი ეროვნული გმირი.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი წარმოშობით ცნობილი არისტოკრატული ოჯახიდან იყო, მონაწილეობდა I მსოფლიო ომში, სადაც შეუერთდა ინგლისის ჯარს და მათთან ერთად შემოვიდა საქართველოში, 1918-1921 წლებში ასრულებდა ერთ-ერთი პოლკოვნიკის მოვალეობას დამოუკიდებელ, მენშევიკურ, საქართველოში. 1922 წელს, ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ, ქაქუცა ხელმძღვანელობდა ანტიბოლშევიკურ აჯანყებას, რომელიც ხევსურებმა წამოიწყეს. აჯანყება დამარცხდა და ქაქუცა ემიგრაციაში საფრანგეთში გაიქცა, სადაც გარდაიცვალა. 2005 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მისი ნეშთი საქარველოში გადმოასვენა და დაკრძალა თბილისში, მთაწმინდაზე გმირების პანთეონში. ამჟამად მატანის სასახლეში მისი მუზეუმია. მის გვერდით დგას XVI საუკუნის იესო ქრისტეს სახელობის ქართული პატარა ეკლესია. ეკლესიასთან ფუნქციონიერებს ქალთა მონასტერი. ამჟამად მხოლოდ ორი მონაზონია დარჩენილი.
საქართველოს ქარ-ცეცხლიანი ისტორიის განმავლობაში ეკლესია ახლო-მახლო მოსახლეობისათვის ხშირად დამპყრობელი ირანელი შაჰისაგან თავშესაფარის როლს ასრულებდა, ძირითადად ფშაველებისა და ოსებისათვის.
ციხე-სიმაგრიდან ახლომდებარე მწვანეთი დაფარულ მთამდე დახვეული გზა მიემართება. აქ V საუკუნის, ანუ საქართველოში ქრისტიანობის დასაწყისის დროინდელი, ქართული ეკლესიაა. ეკლესია ცხრაკარის სახელს ატარებს.
მატანი ასევე ცნობილია ქრისტიანული დღესასწაულებით, მასთან დაკავშირებული ფესტივალებითა და დღეობებით წელიწადის სხვადასხვა დროს. ყველაზე ცნობილი მათ შორის არის დიდბატონობა, რომელიც მატანის წმიდა გიორგობას (23 ნოემბერი) უწევს და დღესასწაული რომელიც აღდგომის შემდეგ სამშაბათს ტარდება, სახელწოდებით – ციხეგორობა.
პანკისში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, ყოველ სოფელს ჰყავს თავისი ადგილობრივი წმიდა გიორგი. იგი მფარველობს იქაურ ეკლესიას და მისი დღეობა წელიწადის ერთ რომელიმე დღეს აღინიშნება. ამიტომაცაა ნათქვამი, რომ საქართველოში ყოველი დღე წმიდა გიორგისააო. მატანში დღესასწაულობენ ფშავები, ოსები. ახლო წარსულში ქისტებიც დრესასწაულობდნენ.
მატანზე გადის მაღალმთიანი მარშრუტი ცხელის ჭალა – ცხელი მინერალური და სამკურნალო წყარო.


up