მაყვალა მარშუა კავკაზ ანსამბლი „დაიმოახ” კონტაქტი


 6.

დუისი – სამკურნალო წყლების სათავე (ხანგრძლიობა)

პანკისის ხეობა ძალიან მდიდარია სხვადასხვა სახის სამკურნალო წყლებით – რკინიანი, მანგანუმიანი, გოგირდიანი. როგორც ქისტები ამბობენ: „ჩვენი წყლები სასწაულს ახდენენ, არაერთი მოურჩენიათ მძიმე დაავადებისაგან“. პანკისის ხეობის შესასვლელთან არსებული სამკურნალო წყლები ძალზედ სასარგებლოდაა მიჩნეული კუჭის დაავადებების მკურნალობაში. სათავის ადგილას აგებულია პატარა აუზი, რომლიდანაც წყლის აღებაა შესაძლებელი.
ახმეტისკენ მანქანით ან ქვეითად მიმავალთ, ველის დამაბოლოებელი მდინარის წინ მარჯვნივ უნდა მოვუხვიოთ. შენიშვნა: ამ გზის გავლა მხოლოდ 4X4 მანქანებითაა შესაძლებელი. გზას ვაგრძელებთ ან მანქანით ან ქვეითად დაახლოებით 5 კმ ყოფილ კოლმეურნეობამდე. შემდეგ მარცხნივ ვუხვევთ და კიდევ დაახლოებით 1 კმ-ს გაგივლით. გავდივართ მინდორზე, რომლიდანაც გზას მარჯვნივ გავუყვებით. ეს გზა, დაახლოებით 50 მეტრი, აღმართია. წყარო ხეობაში მარჯვენა მხარესაა. ჩვენი მეგზურების გარეშე ადგილი ძალიან ძნელი საპოვნელი იქნება.
უკვე ნახსენებ მინდორში კიდევ ერთი წყაროა, სამწუხაროდ იგი ძროხებმა აითვისეს. ქისტები აპირებენ წყაროს ადამიანების სარგებლობაში დაბრუნებას.


up