5.
დუისი – ჯოყოლო – ძველი მიტოვებული საცხოვრისი ჩუბიე ( ხანგრძლიობა)
დუისიდან გამოსულები მაღაზიის წინ მარცხნივ ვუხვევთ სსრკ-ს დროინდელი დაფეხვილი შენობის, სოფლსაბჭოს, უკან. დაახლოებით 300 მეტრში ხელმარჯვნივ დავიტოვებთ სკოლის შენობას. შევდივართ ქისტების ძველ სასაფლაოზე. საფლავების უმეტესობაზე წარწერები გადაშლილია, აქა-იქ გვარები და თარიღები იკითხება. წყაროს გაყოლებულნი, დაახლოებით გზის 1 კმ-ის გავლის შემდეგ, მივადგებით პატარა მაღლობს, რომელზეც ხეებს შორის მიტოვებული სოფლის ნაშთებია. სოფლის ნანგრევები გზიდან არ მოსჩანს, ამიტომ იქ მარტოდ მიმავლს, დროდა დრო დაგვჭირდება რაიმე შემაღლებულზე ასვლა, რათა მოვძებნოთ საცხოვრისის ნანგრევები.
აქ რამოდენიმე კარგად შემონახული, ასევე სრულიად დანგრეული შენობებიცაა. ნანგრევების დათვალიერების დროს სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ლეგენდა ამბობს, რომ ერთ-ერთ შენობაში მოთავსებულნი იყვნენ ავადმყოფები ხოლერის ეპიდემიის დროს. დღესაც კი შეიძლება იქ ადამიანის ძვლების პოვნა.