წმ. გიორგის სახელობის ქართული ეკლესია XI-XII საუკუნეებისაა. ნანგრევები საკმაოდ კარგადაა შემონახული. კედლებს შეზრდილი ხე და წყარო ამ ადგილს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. მშვიდი ადგილია, დაჩრდილული, რომელიც წუთით აქ შესვენების სურვილს ბადებს. გვერდით არის სხვა შენობის, შესაძლოა მონასტერის ან სასახლის (საკმაოდ სოლიდური კედლებია, კარგად შემონახული) ნანგრევები.
აღდგომის პერიოდში ქართველი მთიელები და ერთეული ქისტური ოჯახები მოდიან აქ, ლოცულობენ, ერთად ქეიფობენ, ანთებენ სანთლებს. ასეთი პრაქტიკები დაგმობილი იქნა ე.წ. ვაჰაბისტების მიერ 1990-იან წლებში.
ერთ ღამეში ააფეთქეს ახლომახლო არსებული ქართული ეკლესიების უმეტესობა. ამგვარად სურდათ „წარმართული ჩვევების“ აღმოფხვრა ადგილობრივ მოსახლეობაში. მათში „სუფთა ისლამის“ დამკვიდრება. დაზარალდა ეს სალოცავიც, თუმცა არა იმდნად, რომ ადგილობრივი ხალხი აქ ვეღარ მოსულიყო. შეიძლება მხოლოდ ნაკლებად საუბრობენ ამის შესახებ.