მაყვალა მარშუა კავკაზ ანსამბლი „დაიმოახ” კონტაქტი


 3.

დუისი – კაკლიანი – ამფითეატრი – ბალთაგორი – ჯოყოლო – დუისი, (ხანგრძლიობა დაახლოებით 5 საათი)

მარშრუტს ვიწყებთ დუისის ცენტრში, მივუყვებით მთავარ ქუჩას სოფელი ჯოყოლოს მიმართულებით. გზად ჩავუვლით მაღაზიებს, სკოლას, კლუბს- კულტურის სახლს. კულტურის სახლში განთავსებულია UNHCR-ის ოფისი და ლტოლვილტა და განსახლების სამინისტროს ფილიალი, სადაც ბევრი საინტერესო რამ შეგვიძლია შევიტყოთ ჩეჩენი და ქისტი ლტოლვილების თემაზე. ამჟამად ისინი ცოტანიღა არიან დარჩენილნი, მიუხედავად ამისა მათი ყოფა მძიმეა. UNHCR და სხვა არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაციები რამოდენიმე პროგრამას ატარებენ მათთვის. ერთ-ერთის ჩარჩოებში ლტოლვილები სწავლობენ ხელობებს. კულტურის სახლში შესაძლებელია მათი ნაწარმის ყიდვა, მაგ. სამკაულები, თექის ნაწარმი – ჩანთები, ქუდები და ტანსაცმელი.
კულტურის სახლიდან გამოსულები გზას ისევ ჯოყოლოს მიმართულებით ვაგრძელებთ, რამოდენიმე წუთის შემდეგ ხელმარცხნივ ჩავუვლით წითელი აგურით ნაგებ ე.წ.ახალ მეჩეთს. იგი ძირითადად არასუფიტური ისლამის მიმდევარმა, მათ ხშირად ფუნდამენტალისტებს უწოდებენ, ჩეჩენმა ლტოლვილებმა ააშენეს 2001 წელს. Aმჟამად ჩეჩენი ლტოლვილების წასვლის შემდეგ, იქ ახალგაზრდა მოსახლეობის ნაწილი დადის.

მეჩეთის შემდეგ მინი ბენზინგასამართ სადგურს ჩავუვლით და ქისტების სასაფლაოსთან მივალთ. მთავარი გზიდან ხელმარცხნივ ვუხვევთ, ოდნავ აღმა. ჩავუვლით სასაფლაოს, რომელიც დუისის განაპირას ოდნავ დამრეცით მდებარეობს. ღირს ამ სასაფლაოს დათვალიერება. იქ ისტორიის სახვადასხვა პერიოდის მრავალი საინტერესო საფლავის ქვა და ძეგლია. უძველეს ქვებზე წარწერები არაბულადაა გაკეთებული. საინტერესო სანახავია საბჭოთა საქართველოსდროინდელი საფლავის ქვებიც, რომელთა სტილი ზოგადად მთელი საქართველოსთვისაა დამახასიათებელი: მარმარილოს ფილებზე გამოსახულია მიცვალებული (სურათიდან) ხშირად ნატურალურ ზომებში, დაჭერილია მიცვალებულის ცხოვრებისეული მომენტი დაკავშირებული პროფესიულ საქმიანობასთან ან მის გატაცებასთან. წარწერები ქართულია, ხშირად თან ერთვის შახადა არაბულად. უახლესი საფლავის ქვები უკვე უფრო მოკრძალებულია, სურათების გარეშე, წარწერები ქართულია და სავლდებულო შახადა არაბულით. მათზე მაღალი მწვანე დროშები ფრიალებს, რაც ბრძოლაში ე.წ. შახიდების გმირულ სიკვდილს აღნიშნავს.

სასაფლაოდან გამოსვლის შემდეგ მარცხნივ ვუხვევთ მთის მიმართულებით, მივემართებით სოფელ დედისფერულის (სხვანაირად კაკლიანი) მხარეს. რამოდენიმე მეტრში მარჯვენა მხარეს მდებარე ამფითეატრს მივადგებით. ამფითეატრი აგებული იქნა 1985-1986 წლებში პანკისის ხეობის მუსულმანების მიერ საზოგადოებრივ საწყისებზე. ამფითეატრის ტერიტორიაზე მდებარეობს მრგვალი ობელისკი, რომელიც II მსოფლიო ომში წითელი არმიის რიგებში დაღუპული ადგილობრივი მოსახლეობის ხსოვნის საპატივცემლოდ აიგო. ობელისკზე ყველა სოფელს აქვს თავისი დაფა, რომელზეც ჩამოწერილია დაღუპული მებრძოლების გვარ-სახელები – ქისტების, ფშავლების, ოსების.

        1. (1999) წელს ამფითეატრი მოინახულა იჩქერიის პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა, რომელიც საქარტველოში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის – ედუარდ შევარდნაძის მოწვევით.
          ბალახით, ხეებითა და კავკასიური გვიმრით დაბურული ამფითეატრიდან ფართე პანორამა იშლება პანკისის ხეობის დუისი-ჯოყოლოს ნაწილზე.

ამფითეატრიდან ვბრუნდებით მთისძირის მთავარ გზაზე და რამოდენიმე ათეული მეტრის შემდეგ აღმოვჩნდებით ფშაველების სოფელთან დედისფერული, სხვანაირად კაკლიანი. სოფლის უმეტესი მოსახლეობა ღარიბად და მოკრძალებულად ცხოვრობს, ძირითადად იმით რასაც ბუნება აძლევთ. კაკლიანში იყიდება მთელ პანკისში საუკეთესო კაკალი და სოკო, სოფელს ტყუილად კი არ ჰქვია მეორენაირად კაკლიანი.

სოფელ კაკლიანიდან ჩვენი გზა მწერვალებით მთებისკენ მიემართება. წყაროსთან გადავუხვევთ სოფლისკენ და ციცაბოთი ჩრდილოეთით მივდივართ. რამოდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ შემოგვხდება ციხე-სიმაგრის თორღვა პანკელის (XII – XIII ს.) ნანგრევები. შემდეგ ამ ადგილიდან დაახლოებით 200-3000 მეტრი დაბლა უნდა ჩავიდეთ, უმჯობესია დამშრალი წყაროს კალაპოტით და მივადგებით ადგილს სახელწოდებით ბალთაგორი, სავარაუდოდ ქისტების წინაპარი ჩეჩნების მიერ უნდა იყოს აგებული, მათი საქართველოში დასახლების პირველ წლებში – XVIII საუკუნის ბოლოს. ეს არის კოშკი და მორიგი სასიგნალო პუნქტი როგორებითაც მთელი პანკისის ხეობაა მოფენილი. Qვები ზალიან ზუსტად და სისტემურადაა დაწყობილი. მასზე ასვლა მხოლოდ კოშკიდან ჩამოშვებული კიბით შეიძლება. ეტყობა აგებულია ცნობილი ჩეჩნური კოშკების მიხედვით. ჯერ კიდევ სულ ახლახანს ყოველ ხევში, მთების გადაღმა რამოდენიმე ათეული ასეთი კოშკი იყო. კარგი ამინდის პირობებში, ბალთაგორი საუკეთესო ადგილია დიდი კავკასიონის ხედებით დასატკბობად: მარცხნივ მოსჩანს ბატანას უღელტეხილი, შემდეგ მწვერვალი სპიროზა და ხელმარჯვნივ კი – ნაქერალა.
ბალთაგორიდან დაბლა ვეშვებით, 200 მეტრის შემდეგ შეგვხვდება ძველი ხეების ტევრი, აქაურობა უკვე სოფელ ჯოყოლოს ეკუთვნის. ამ ტევრში დგას ქართული პატარა ეკლესია (XII-XIII ს.). 2000-იანი წლების დასაწყისში ვაჰაბისტებმა ეკლესიის ნაწილი ააფეთქეს. ამჟამად შემორჩენილია მთავარი ნავის ნანგრევები საკურთხევლით. ჯერ კიდევ სულ ახლახანს (5-10 წელი) ქისტები სხვა ქართველ მთიელებთან (ფშავლებთან) ერთად აღნიშნავდნენ ქრისტიანულ აღდგომას. ლოცულობდნენ, ცხვარს სწირავდნენ, ანთებდნენ სანთლებს, წითლად ღებავდნენ კვერცხებს და ისინი სასაფლაოზე მიჰქონდათ.

ამ ეკლესიისან მოპირდაპირედ სიმინდის ყანებია. მის იქეთ კი კიდევ ერთი ქართული ეკლესიის მუხებითა და მურყან-თრმელებით დაბურული ნანგრევებია. ხეების ძირში შევამჩნევთ ქვებს, აქ ქისტებისა და ფშავლების მთელი ოჯახები სხდებოდნენ ხოლმე, სადღესასწაულო სუფრას შლიდნენ, ამბობდნენ სადღეგრძელოებს, სალოცავსა და იესო ქრისტეს აღდგომას დალოცავდნენ. დღეს აქ ძირითადად ფშაველები დღესასწაულობენ ხოლმე.
მეორე სალოცავიდან გამოსვლის შემდეგ მივემართებით სოფელ ჯოყოლოსაკენ. მივდივართ ალაზნის ერთ-ერთ შენაკადამდე და გამოვდივართ მთავარ გზაზე ჯოყოლოდან დუისისაკენ.


up