მაყვალა მარშუა კავკაზ ანსამბლი „დაიმოახ” კონტაქტი


19.

სამანქანო მარშრუტი, მაღალმთიანი ფშაველი – ომალო თუშეთში

სულ ბოლოს კი გთავაზობთ სამანქანო მარშრუტს პანკისის მეზობელ თუშეთში. მარშრუტი მიდის სოფელ ომალომდე, რომელიც თუშეთის ქედის ფერხთით მდებარეობს, სადაც გადის საქართველო ჩეჩნეთის საზღვარი. ეს გზა ომალომდე არაჩვეულებრივად ლამაზია, თამამად მიჰყვება მთიან ხეობას, ხოლო შემდეგ ადის ტყეების ზოლს ზემოთ თითქმის 3000-იან ურელტეხილზე.
გზა ფშაველიდან ომალომდე 72 კმ-ია და საავტომობილო რუქაზე აღნიშნულია როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა (ყვითელი ფერი). თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ მანძილს დაახლოებით 4 საათში დავფარავთ. მძღოლი უნდა იყოს გამოცდილი, კარგად გამომუშავებული უნარ-ჩვევებითა და გარემოებების მიმართ მდგრადი. ასევე საჭიროა რომ ავტომანქანა იყოს კარგად შერჩეული – აუცილებელია მაღალი დაკიდებით, ორივე აღმძრავი ღერძით. მგზავრობის დაწყების წინ ავზს მთლიანად ვავსებთ ბენზინით ან თან მიგვაქვს კანისტრით. ნურც იმას დავივიწყებთ რომ ტრასზე მოძრაობა მხოლოდ მაისიდან სექტემბრამდეა შესაძლებელი. მიგვაჩნია, რომ ომალოს სასტუმროში ღამისგათენებაც საღი მოსზრებაა.

ფშაველიდან გეზს ჩრდილოეთით ავიღებთ. რამოდენიმე კილომეტრიც შემდეგ გავივლით სოფელს ლეჩხური. ხელმარცხნივ დაგვრჩება ტყით დაფარული მთები, რომლებიც დუისიდანაც მოსჩანან (თორღვა პანკელი). გზატკეცილი სულ უფრო და უფრო უვარგისი ხდება. ასფალტი თანდა თან გადადის ქვებით მოკირწყლულ გზაში. სულ უფრო და უფრო ნელა უნდა ვიაროთ, სანამ ბოლოს და ბოლოს ხეობაში არ შევალთ, სადაც საჭის მხრიდან ციცაბო კლდეებს მჭიდროდ ვუახლოვდებით, მეორე მხრიდან კი მდინარე სტორის ველით ვტკბებით. ემოციურ მოგზაურობას გვიმრავალფეროვნებს მრავალი და მკვეთრი მოსახვევი, ჩანჩქერები, ერთ-ერთი მათგანი მანქანითაც უნდა გადავლახოთ. რამოდენიმე კოლომეტრის მანძილზე უმჯობესია რომელიმე შემხვედრ ტრანსპორტს არ გადავეყაროთ ( თუმცა ისედაც ნაკლებია ამის ალბათობა...) გზა ციცაბო სერპანტინით სულ უფო ზემოთ ადის. სტრომს მოკრძალებული ხიდით გადავდივართ და ტყის ზოლიდან გამოვდივართ. ჩვენს წინ აღმართულია სამიათასიანი სალი კლდეების მწვერვალები.

შემდეგ გზა უკვე კარგად ჩანს – მას მონიშნავს მკვეთრი ზიგზაგი რომელიც მთის ნაპრალებს მიუყვება. რამოდენიმე კილომეტრში მოხერხებული ადგილია, სადაც შეგვიძლია წყაროსთან შევჩერდეთ. ჩვეულებრივ აქ ადგილობრივების მანქანები ჩერდებიან ერთმანეთს ესაუბრებიან, სიგარეტს ეწევიან, ხოლო თუ მანქანაში დარჩენას გადაწყვეტენ მანქანის სიგნალით მაინც მოგვესალმებიან. ამ ადგილიდან რამოდენიმე წუთში მთავარ უღელტეხილზე ავალთ. ეს არის თითქმის ნახევარი გზა ომალომდე. პეიზაჟი ისეთია, რომ მკერდში სუნთქვას შეუკარავს ადამიანს. აქედან იშლება თუშეთის ქედის ულამაზესი პანორამა, უმაღლესი ოთხიათასიანებით (ქომიტოს მწვერვალი 4261მ, დიკლო 4285 მ). მდინარეს მიუყვება ჩეჩნეთის საზთვარი. ჰაერი საგრძნობლად ცივდება, მაგრამ არაფერია გასაკვირი, როცა ჩვენი თვალთახედვის არეში უკვე მუდმივი მყინვარებია. ურელტეხილის ხელმარჯვნივ ჯვარია აღმართული, მის გარშემო მრავალი ქვა და სანთელია – მორწმუნეთა შესაწირი. ამის შემდეგ გზა დამრეცი სერპანტინით დაბლა ეშვება და პირდაპირ ომალოში ჩავყავართ, სადაც გარდა ლამაზი მდებარეობის უდიდესი ღირებულების ქვის კოშკებია – კავკასიური ტრადიციის უმთავრეს სიმბოლოებად აღიარებულნი.




up