მაყვალა მარშუა კავკაზ ანსამბლი „დაიმოახ” კონტაქტი


18.

მარშრუტი: ქვემო ხალაწანი – დუმასტური – ომალო – დუისი

მარშრუტი მდინარე ალაზნის აღმოსავლეთ ნაპირს მოსფალტებული გზით მიჰყვება. ქვემო ხალაწანში ოცამდე სახლია – მშვენიერი, ძველებური, ქისტური სოფლისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით. ესენია ორსართულიანი სახლები გარშემორტყმული ბაღებით.
ხალაწანიდან მივდივართ ჩრდილოეთის მიმართულებით მეზობელ სოფელ დუმასტურამდე. ერთგან გზა სოფელში მარჯვნივ უხვევს.Oრამოდენიმე ათეული მეტრის შემდეგ მივადგებით მორიგ მარცხენა ჩასახვევს– ეს უკვე თითქმის სოფლის ბოლოა. ამ ადგილას გზის მარჯვენა მხარეს დგას ძველი ქისტური ხის სახლი. ყურადღებას იპყრობენ მისი ლამაზი აჟურული არქიტექტურული სამშვენისები. ეს კარმიდამო ზემოთ ნახსენები მოსახვევის ახლოს მდებარეობს, მოპირდაპირე მხარეს გზა ტყისკენ მიემართება – მასზე გასასვლელად ხის ღობეზე უნდა გადავიდეთ. გადავლახავთ დაბრკოლებას და გზას ვაგრძელებთ ბუჩქნარში. რამოდენიმე ასეულ მეტრში ხელმარჯვნივ, ტყეში განთავსებულია ოსური სასაფლაო. სასაფლაოს მოპირდაპირედ, ხელმარცხნივ არის ძველი ქართული ქალაქის ნანგრევები (სავარაუდოდ IV –VI საუკუნეები). შეგვიძლია ვნახოთ ძველი სახლის ნაშთები – ეს არის მაღალი, რამოდენიმემეტრიანი კედელი სარკმლის ღიობებით. სამწუხაროდ დანარჩენი ნაგებობები სრულიად განადგურებულია და ძნელად მისადგომია ვბრუნდებით იმავე გზით ზემოთ ნახსენებ სახლთან, კვლავ გადავივლით ღობეს და ვაგრძელებთ სვლას მთავარი გზით ომალოს მხარეს. დუმასტურსა და ომალოს შორის სიმინდის ყანებია, მინდვრები და მთელი გზა შეგვიძლია დავტკბეთ პანკისის ხეობის ჩრდილო ნაწილის სილამაზით.
ომალოში რომ მივალთ და სოფლის პირველ სახლს გავუსწორდებით, რომელიც გზის ხელმარჯვნივაა, დაახლოებით 200 მეტრში ხელმარცხნივ, მდინარის მიმართულებით ხეების ტევრი მოსჩანს. საძოვრების გავლით მისკენ მივემართებით. ხეებს შორის მცირე ნანგრევებს, უფრო სწორად კი ნანგრევების ნაშთებს გადავეყრებით, მაგრამ შემოგარენი, განსაკუთრებით კი მზის ჩასვლისას, ძალიან ლამაზად გამოიყურება. მთავარ გზაზე ვბრუნდებით და ომალოს გავივლით. სოფელში გზასთან ერთად ვუხვევთ, გავივლით მეჩეთს ხელმარჯვნივ და გზას ალაზანისაკენ მივუყვებით. შეგვიძლია ლითონის ხიდით (მხოლოდ ფეხითსასიარულო) გადავიდეთ მეორე მხარეს და მეორე ნაპირით დავბრუნდეთ დუისში ჯოყოლოს გავლით.


up