მაყვალა მარშუა კავკაზ ანსამბლი „დაიმოახ” კონტაქტი


17.

ნაქერალა – თორნაჟდარი – ომალო (დუისის მიმართულება)

ნაქერალადან, საწინააღმდეგო მიმართულებით (სამხრეთ-დასავლეთი), მიემართება ომალოში უკანდასაბრუნებელი გზა. თავდაპირველად ქიმის მსუბუქად ტრავერსირებით მივყვებით ბილიკს ხედვის არეში არსებული საძოვრებისაკენ. არ გადავდივართ გამოკვეთილი ბილიკიდან, რომელიც ქიმიდან ლამაზად ეცემა სულ უფრო და უფო ახლოს მდებარე ტყემდე. დაახლოებით 1.5 საათში მწყემსების მორიგ სადგურამდე მივალთ, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი მთელს ახლო-მახლო მიდამოებზე. მწყემსების სადგომი სახელად თორნაჟდარი უკვე ტყის განაპირას მდებარეობს. აქდან პირდაპირ ბილიკს მივყვებით დაახლოებით 2საათი, მდინარის ველამდე. ტრასა არ არის რთული და საუბარიც კი არ არის დაკარგვაზე. შემდეგ მდინარის კალაპოტს მივუყვებით ომალომდე. რამდენიმე წუთში გავუსწორდებით მოხერხებულ ადგილს, სადაც შესაძლებელია ფანჩატურში მაგიდასთან ჩამოჯდომა, აქ მარცხნივ ვუხვევთ. რამდენჯერმე გადავდივართ ნაკადულს და დაახლოებით 30 წუთში ჩავდივართ ომალოში.


up