მაყვალა მარშუა კავკაზ ანსამბლი „დაიმოახ” კონტაქტი


16.

ნაქერალა – ტბა, მწვერვალებით ლაშქრობა მწვანე ტბამდე

მწყემსების ბანაკიდან გეზს უახლოესი მთის ძირისაკენ ვიღებთ. იქეთ ცხვრების მიერ გატკეპნილ ბილიკს მივყავართ, რომელიც წყაროს მიუყვება. აქ საჭიროა წყლის მომარაგება (უახლოესი მხოლოდ დანიშნულების ადგითან, ტბასთანაა). გზა საკმაოდ მარტივია და ამდენად ბილიკს შეიძლება ყურადღებაც აღარ მივაქციოთ.

აქედან ჩვენს მარშრუტს გამოკვეთავს ცხვრების მიერ გატკეპნილი ბილიკი, რომელიც მწვერვალებს გაუყვება. აღმა – დაღმა, აღმა – დაღმა – ეს საკმაოდ ადვილი ლაშქრობა 2 საათზე მეტს არ წაგვართმევს.


იქ, სადაც მწვერვალების ჯაჭვი იყოფა, მარჯვნივ უნდა წავიდეთ, ხოლო შემდეგ მაშინათვე აღმა ავუყვებით. დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, საკმაო ციცაბოთი (მწვერვალებით სეირნობის შემდეგ) ავდივართ მთის მწვერვალზე საიდანაც ქიმის მარცხენა მხარის ხელმარჯვნივ ქვაბულში დავინახავთ პატარა მწვანე ტბას. აქ-იქ თოვლიც დევს. ტბასთან ჩასვლა უმჯობესია მწვერვალიდან ხელმარცხნივ. ბილიკი არ არის, მაგრამ ვერ დავიკარგებით. საკმაოდ დამრეცი ჩასასვლი დაახლოებით 20 წუთს მოითხოვს, მისვლა 40. აქ წყლის მომარაგებას გირჩევთ.

მწვერვალიდან პიდაპირ მოშორებით ვხედავთ მთაზე დახვეულ გზას – ეს არის გზა ომალომდე (აღწერილია ქვემოთ). მწყემსების სადგურამდე იმავე გზით ვბრუნდებით
ლაშქრობის ხანგრძლიობა – დაახლოებით 4 საათია, აუჩქარებელი ნაბიჯით.
აქ გარკვეული საშიშროება ( როგორც ყველგან მტაებში) მწყემსების ძაღლებია. აგრესიული ეგზემპლიარისათვის გირჩევთ ქვები ან ჯოხი იქონიოთ. თუმცა ჩვეულებრივ ხმამაღალი დაყვირებაც ჰყოფნით.


up