ერთ მომენტში ტყის მიღმა გამოვდივართ. ჩვენს თვალწინ იშლება მთის საძოვარი და მთავარი ქიმი. სწრაფად ვუახლოვდებით ფაცხებს ნაქერალას ურელტეხილის ძირას (ჩხატანადან დაახლოებით 3 საათი).
აქაური ლანდშაფტი სრულიად განსხვავებულია, ბევრად უფრო მკაცრი და ნაკლებად მრავალფეროვანი. უპირველეს ყოვლისა ხეები აკლია, რაც განსაკუთრებით იგრძნობა ადრე ნაშუადრევს, როცა მთაში ლაშქრობის შემდეგ ვბრუნდებით, ფაცხის მეტი მზისგან თავის შეფარება არსად შეიძლება. ფაცხაში მივდივართ მთავარ ქიმზე გამავალი ბილიკით (ფაცხიდან დაახლოებით 5 წთ-ის სავალზე არის წყლის სათავე – შემდეგ წყალი აღარ არის! ).
20 წთ-ში მივაღწევთ ნაქერალას ურელტეხილს. იქედან იშლება შესანიშნავი ხედი ქედის მთელ მონაკვეთზე, რომელიც 3000 მეტრს აღწევს, ასევა პანკისის ველზე და მიდამოებზე ახმეტამდეც (რაიონის ცენტრი). ქიმზე გასვლის შემდეგ მოვუხვევთ მარცხნივ და კარგად საცნაური ბილიკით ვიწყებთ ლაშქრობას სულ უფრო და უფრო მაღალ მწვერვალებზე სანამ ტბამდე არ მივალთ (დაახლოებით 1,5 საათი)
