მაყვალა მარშუა კავკაზ ანსამბლი „დაიმოახ” კონტაქტი


14.

ხორაჯო – ჩხატანა

ხორაჯოში შეჩერების შემდეგ ჩვენი ბილიკი კვლავ ზემოთ მიიკლაკნება. შორიახლოს, ხელმარცხნივ მოსჩანს, რომ იქ ნაგებობები უნდა ყოფილიყო. ტყით მივდივართ, რომელიც ისევ მეჩხერდება – გაველურებული ხეხილის ხეებით, მაყვლის მრავალი ბუჩქისა და ლანდშაფტის მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვიმყოფებით ქისტების ძველი კოლონიის ტერიტორიაზე. შემდეგ ისევ ტყეში შევდივართ, ბილიკი ადგილ-ადგილ მკვეთრად აღმა აუყვება, სანამ ბოლოს და ბოლოს ფართე მინდორზე არ აღმოვჩნდებით. მის ზემოთ საძოვრებია. ველი რომლითაც აქმდე მოვდიოდით ჩვენს წინ ნელ-ნელა იკეტება. ვუახლოვდებით ჩხატანას, მწყემსების სადგომს, სადაც ღამისთევით ვჩერდებით (ხორაჯოდან დაახლოებით 1.15 საათი). ფაცხის სიახლოვეს, მთის ნაკადულში საბანაოდ მოსახერხებელი ადგილიც მოიძებნება.

ჩხატანაში ორი ქისტური ოჯახი ცხოვრობს ომალოდან. აქ არიან მაისიდან სექტემბრის ბოლომდე. საქონელს მწყემსავენ. რადგანაც აქ ღამისთევით ვრჩებით, ღირს ნაგებობეს, სადაც ღამის გათევა მოგვიწევს, თვალი შევავლოთ. ეს არის ქვის ფარდულები, რომელიც შედგება ერთი საცხოვრებლად განკუთვნილი განყოფილებისა და ფარეხისაგან. ყველა მათგანი, ცხადია ძველია.

იქ ბევრი ძველი ხელსაწყო-მოწყობილობაა. ძირითადი ავეჯი არის ხის ფართე ტახტები, რომელიც საწოლად გამოიყენება. გარეთ ღია ცეცხლზე მზადდება საჭმელი. უშუალოდ კედელს ეყრდნობა შეშის ნაჭრები, რომელზეც თავსდება ქვაბი ან ჩაიდანი მთის ბალახის ჩაის ან ყავისათვის. კოცონის თავზე დაწნული თახჩებია, რომელზეც ხდება ყველის შებოლვა. ხატანაში მყოფებს შეგვიძლია ახლო-მახლო მიდამოების დათვალიერება. აქვე საცხოვრისის გვერდზე ორი პატარა სასაფლაოა – ქართული და ქისტური, ხოლო ხატანას წინ მარცხნივ მიმავალი ბილიკი, იმ წყარომდე მიგვიყვანს, სადაც ჯიხვები ირწყულებენ. ასევე შეგვიძლია ავიდეთ ქიმზე საიდანაც ტბა დიდგორით მოვიხიბლებით. სადგომის ზემოთ ასევე არის ძველი ეკლესია, რომელშიც ომალოს მოსახლეობა ფერისცვალებას აღნიშნავს (19 აგვისტო). ეს ქრისტიანული დღესასწაულია, მას ქისტებიც აღნიშნავენ. როცა შემოდგომა ახლოვდება, ბალახი და ხის ფოთლები ყვითლდებიან, სოფლის მოსახლეობა გამოდის მინდორში, ერთად ქეიფობენ და მადლობას აღავლენენ კარგი წელიწადისათვის.

ჩხატანაში მოგვიყვებიან ახლო მახლო ადგილებთან დაკავშირებულ ლეგენდებსაც. აქ არის გამოქვაბული სადაც ზღვის ხმაური ისმოდა. ხალხი ამბობს, გამოქვაბულში იყო გვირაბი, რომელიც ჩხატანას შავ ზღვასთან აკავშირებდა. ამ ადგილებში მწყემსები სპეციალურად ხმამაღლა ყვიროდნენ, რათა ცხოველები ამ გამოქვაბულთან არ მოსულიყვნენ. მწყემსებს შორის ეს ადგილი ცნობილი იყო და მხოლოდ ახლახანს გამოქვაბული ზვავმა დაფარა. სხვა ადგილას არის ტბა საყვავისგორი, სადაც ცხვარი წყლის დასალევად მივიდა. მწყემსებს უნდოდათ ცხოველის მობრუნება, მაგრამ მასთან ერთად ჩავარდნენ წყალში და დაიხრჩვნენ. Aმბობენ, რომ მათი ცხედრები შავ ზღვაში იპოვეს. სხვათა მონათხრობებით ამ გვირაბებში ჩეჩენი პარტიზანები აქ რუს ჯარისკაცებს ემალებოდნენ.


up