გარკვეულ მომენტში ხელმარჯვნივ ობოლაბონეში აღმოჩნდება. როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ამტკიცებენ, 200 წლის წინ აქ იყო სოფელი, სადაც ცხოვრობდნენ ჩამოსახლებული ჩეჩნები, ქისტების წინაპრები. თანამედროვე ობოლაბონეში მეჩხერი ტყით დაფარული მინდორია. მოსცანს ქვის, დაბალი კედელი, სიგრძით ოციოდე მეტრი. გვეტყვიან, რომ ეს არის ძველი ქისტური საცხოცრისის ნაშთები. როცა კედლის მეორე მხარეს გადავალთ და აქა-იქ სარეველებს გამოვხშირავთ აღმოჩნდება, რომ აქაურობა სასაფლაო ყოფილა. სასაფლაო ძალიან განადგურებულია. აქ მხოლოდ რამოდენიმე საფლავის ქვის ფილაღაა დარჩენილი. მათ შორის გამოირჩევა მხოლოდ ერთი საფლავის ძეგლი, იგი თანამედროვე საფლავს ჰგავს. შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომ აქ ვინმე აბდულაა დაკრძალული და რომ იგი 1924-1950 წლებში ცხოვრობდა. დანარჩენი საფლავები ეს ჩვეულებრივი საფლავის ქვებია, ერთ მათგანზე მუსულმანური ნახევარმთვარე და ვარსკვლავი, ასევევ არაბული წარწერაც არის.
ობოლაბონეშიდან ბილიკით, რომელიც ოროგრაფიულად გასდევს ალაზნის მარცხენა ნაპირს მივუყვებით (ჩრდილოეთის მიმარტულება). ბილიკი ტყეში შედის, რამოდენიმეჯერ გადაკვეთს ნაკადულს, რომელიც მდინარეს უერთდება. ზოგიერთ ადგილებში ბილიკი კლდოვანი და ციცაბო ხდება (ცხენით მგზავრობისას ჩამოქვეითებაც კია საჭირო). თუმცა მოგვიანებით უფრო მოხერხებული ხდება და დაბლა ალაზნისკენ ეშვება. მდინარის მეორე მხარეს მოსჩანს ფართე მოხერხებული გზა (რომლითაც დუისიდან ამ ადგილამდე მანქანით შეგვიძლია მოვიდეთ). იმ გზით უმთავრესად მთიდან ქვების მზიდავი სატვირთო მანქანები დადიან. ჩვენს თვალსწინ იშლება ცოტა არ იყოს ინდუსტრიალური პეიზაჟი, ქვისსამტეხლოებისათვის დამახასიათებელი – მოსჩანს მილები, მაღალი ძაბვის ანძები, თუნუქის შენობა.
ჩვენი ბილიკი ძალიან დაუახლოვდა ალაზანს ( დუისიდამ მანქანით ალაზნის მეორე ნაპირამდე მოსულებმა და მდინარის ცხენებით გადმოსულებმა ლაშქრობა ამ ადგილიდანაც შეიძლება დაიწყონ). ეს ის ადგილია, საიდანაც მარჯვნივ ვუხვევთ (ომალოდან მომავალნი). ახლა მივუყვებით უფრო პატარა მდინარეს. მოხერხებული გზას ტყეში შევყავართ. დრო და დრო ჩვენს თვალწინ იშლება ტყით დაფარული მთების ერთმანეთზე უკეთესი სურათები. იგრძნობა, რომ ნელ-ნელა ვშორდებით ადამინების სამოსახლოს. ამ გზით დაახლოებით 1 საათი ვივლით. ერთგან ჩვენი ბილიკი და ჩვენც ნაკადულს გადვალთ. ამ ადგილის სიახლოვეს არის სამკურნალო წყარო – მინერალური წყალი გოგირდის დიდი შემცველობით (დამახასიათებელი სუნი) – ამბობენ ფილტვების და კუჭის დაავადებებს უხდებაო. წყაროსთან მარცხნივ მიმავალი ბილიკი მიგვიყვანს. ჩვენ გზას ვაგრძელებთ, რომელიც ნელ-ნელა მთის ბილიკად იქცევა. ადგილ-ადგილ დახვეული და ციცაბო ხდება. გადავდივართ მრავალ ნაკადულს – ცხენზე მჯდომები ფრთხილად უნდა ვიყოთ. დასვენებიდან დაახლოებით
1.5 საათში მივალთ ლამზ დასახლებაში - ხორაჯო (მდინარე ალაზნიდან 2.45 საათში). იქ მისულები ( ეს ეხება ყველა მთებში დასახლებულ პუნქტს) ავ ძაღლებს უნდა მოვერიდოთ. ხორაჯო არის ძველი 200 წლიანი ქისტური დასხლება. ამჟამად აქ მხოლოდ ერთი მწყემსური ოჯახი ცხოვრობს – როგორც მასპინძელი ამბობს იგი ამ ადგილში მეხუთე ქისტური თაობაა. სოფლის მიდამოები კარგად შემონახულ ეთნოგრაფიულ მუზეუმს ღია ცისქვეშ მოგვაგონებს. აქ არის ქვის შვიდი სახლი, რომლის კედლები ქვის ბრტყელი ფილებითაა ნაგები (შიგ შესულები ღამურების სიმყუდროეს ვარღვევთ ...). ქვის უმთავრესი სახლი დასახლებულია. II სართულზე, საცხოვრებელ ნაწილში, უჩვეულო კიბით ავდივართ – ეს არის ქვის ერთგვარი პირამიდა, რომლითაც ავდივართ ხის დაჩრდილულ ფანჩატურში. ყოველ ნივთს სახლში სამუზეუმო ღირებულება აქვს და არც კი გვჯერა, რომ ისინი ექსპონატები კი არ არიან, არამედ ყოველდღიური მოხმარების საგნებია. აღწერილი კარმიდამო ბილიკის მარცხენა მხარესაა. მარჯვნივ კი სასაფლაოა, სადაც რამოდენიმე საფლავის ქვაა მიწაში შვეულად ჩასმული. სამი საფლავი ქვისგანაა ნაგები, ერთში კი ამოჭრილია ღიობი, რომელშიც ალბათ მიცვალებულს სანთელი შეიძლება დაენთოს.