დუისში დაბრუნება ამ მარშრუტითაა უმჯობესი. გზა მდორედ ეშვება დაბლა მდინარე ალაზნის გასწვრივ, რომელიც ხშირად კვეთავს გზას.
ჩავდივართ ხადორში, გზასაყარამდე. გზა ხელმარჯვნივ ( ჩრდილოეთის მიმართულებით) ჰიდროელექტროსადგურისა და ხადორის ხეობის ჩანჩქერებისაკენ მიემართება, ხოლო შემდეგ ქისტების ძველი საცხოვრის ხორაჯომდე, რომლის სიახლოვეს არის გოგირდოვანი სასმელი წყაროები [იხილე მაღალმთიანი მარშრუტი N9, ომალო – ხორაჯო].
ჩვენ სამხრეთით მივდივართ, ჯიბახევის მიმართულებით, დუისამდე. აქ შეგვიძლია მანქანაში ჩავსხდეთ ან დავიჭიროთ მიკროავტობუსი (მარშრუტკა), რომელებიც დუისში დადიან.
ზოგჯერ არის ხადორის ჰესის დათვალიერების საშუალება, რომელსაც ჩინელები ხელმძღვანელობენ. იქ ქისტებიც მუშაობენ და ამიტომ არის წყლის ენერგიით დენის წარმოების მთელი პროცესის ნახვის საშუალება.