მაყვალა მარშუა კავკაზ ანსამბლი „დაიმოახ” კონტაქტი


11.

კოჭადალა – ზუბუკი – გოხია – ლამაზურ – კოჭადალა (ხანგრძლიობა დაახლოებით 6 საათი)

კოჭადალაში ქისტი მწყემსების რამოდენიმე ქოხია. აქ ოცამდე სახეობის ყველს ამზადებენ, რომელთა უმრავლესობა შებოლილია - ნამდვილი დელიკატესი.

ქოხები განთავსებულია ლამზი, ჩქარი და სწრაფი მდინარის ნაპირზე. ადგილი ცნობილია თავისი სამკურნალო ღირსებებით აქ არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ როგორც ადგილობრივი მწყემსები ამბობენ მეტყველების, მხედველობისა და გემოს შეგრძნების აღდგენაც შეიძლება.
მას შემდეგ რაც აღვიდგენთ ყველაფერ იმას რაც ჩვენს სწრაფ და ნერვიულ სამყაროში დაგვიკარგავს ახლომდებარე მწვერვალზე ასვლას გირჩევთ.

მდინარეს მწყემსების სადგომების გასწვრივ გადავივლით და მაშინვე ვიწყებთ ზემოთ ციცაბოზე ასვლას. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მივაღწევთ პირველ მწვერვალს სახელად ზუბუკ. აქედან ჩვენი მარშრუტი მწვერვალების კბოდეებზე გადის. ასე
მივალთ მორიგ ქედთან, რომელსაც ლამაზური ეწოდება. ყოველი მხრიდან გარს გვარტყია მაღალი მწვერვალები, ხშირად თოვლით დაფარული. ლამაზურის სიახლოვეს არის მთის ტბა სახელად მაკასტა. ქისტების ერთ-ერთი ლეგენდა ამბობს, რომ ტბას ძირი არა აქვს. მისი წყალი მიწისქვესა დერეფნებით გაედინება და ამგვარად შავ ზღვას უერთდებაო. ოდესრაც აქ ცხვრის მთელი ფარა ჩაიძირულა. ერთი წლის შემდეგ კი ყველამ უკლებლივ შავ ზღვაში ამოყვინთესო.

ლამაზურში შეგვიძლია დავტკბეთ მრავალი მარმალილოს კლდის ნახვით. მარმარილო ძირითადად თეთრი, მწვანე და სხვადასხვაფერისა.
ზემო და ქვემო ლამაზურში გვხვდება ქისტი მწყემსების ფაცხები და ქოხები, სადაც არის ღამისთევის საშუალება.

ქვემო ლამაზურიდან ციცაბო გზით ჩამოვდივართ კოჭადალამდე. გზაზე მრავალი პატარა კლდე გვხდება, რომლებიც საცოცაოდ არის გამოსადეგი.


up