მაყვალა მარშუა კავკაზ ანსამბლი „დაიმოახ” კონტაქტი


მაყვალა

ჩვენი პლანეტის პატივცემულო მოქალაქენო!

გულითადად მოგესალმებით ყველას, ნაცნობსა თუ უცნობს, ვინც თანაგვიგრძნობთ ჩვენი არასახარბიელო ყოფის გამო.
თქვენ ჩვენს გვერდით იყავით და მხარსგვიჭერდით ამჟამინდელ მძიმე სიტუაციაში, რათა აქამდე ცხრაკლიტულში ჩაკეეტილი ჩვენი იდეის რეალიზაციის შესაძლებლობა გვქონოდა.
უილაჯონი ვიყავით, არ ვიცოდით როგორ განგვეხორციელებინა ჩვენი მოსაზრებები! თქვენს მიერ ჩვენთვის მონიჭებული დღევანდელი სიხარულისა და იმედისათვის – უფალი სიკეთით მოგიზღავთ!
ტურისტული ბაზის დაარსებით (აგროტურისტული საქმიანობის წამოწყება) დავძლევთ ჩვენს სიღარიბესა და პრობლემებს, ავამოქმედებთ მცირე ბიზნესს, სადაც ხალხი დასაქმდება.
ჩვენი ფილმების, სახალხო რეწვის ტრადიციული ნაწარმის შესყიდვით, ტურისტების პანკისში ჩამოსვლით გვსურს გარდავქმნათ პანკისი, რომელსაც კონფლიქტის რეგიონად დარჩენა ემუქრებოდა, მსოფლიო მასშტაბის საკურორტო ზონად, სადაც მთელი მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ადამიანები შეხვედებიან ერთმანეთს!
აგროტურიზმიდან მიღებული შემოსავლები საშუალებას მოგვცემს გავშალოთ ქარიტატიული საქმიანობა, დავეხმაროთ ობლებს, მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებს. როდესაც მოვღონიერდებით, ფეხზე წამოვდგებით, გვსურს, რომ სხვა შეჭირვებულებამდე მივაღწიოთ, რომ ჩვენ თვითონ მოვახერხოთ სხვა, არცთუ უსაფრთხო, რეგიონებში გაწეული დახმარებით გადავიხადოთ თქვენი ვალი. ეს იქნება ჩვენი წვლილი მსოფლიოში მშვიდობის დასადგურების საქმეში!

მოგვეცემა საშუალება და აუცილებლად მოვაწყობთ „მშვიდობის მარშებს” ჩვენი პლანეტის სხვადასხვა კუთხეში, საფესტივალო წარმოდგენებზე გამოვალთ დევიზით „დაგმეთ ომები! დაე, მსოფლიოში მშვიდობამ დაისადგუროს!”
ჩვენი, ქისტური, კულტურისა და ხელოვნების ჩვენების წყალობით გვსურს მოვიზიდოთ და დავაინტერესოთ სხვა ხალხები! ეს იქნება ჩვენი წვლილი XXI საუკუნეში - მშვიდობის საუკუნეში. ჩვენი წარმატება და მიღწევები გადაიქცევა დედამიწაზე უღრუბლო ზეცის სიმბოლოდ.
გვსურს, რომ ჩამობრძანდეთ ჩვენთან და იხილოთ პანკისის ყველა ლამაზი და საინტერესო ადგილი, დაისვენოთ ზღაპრულ გარემოში და მთელი მკერდით ისუნთქოთ სუფთა ჰაერით!
გვიყვარან პოლონელები და ამიტომაც ჩვენთან არ მოგაკლდებათ ოჯახური სითბო და სიყვარული!

უღრმესი პატივისცემით,
“მარშუა კავკაზ“-ის პრეზიდენტი
მაყვალა მარგოშვილი


up