მაყვალა მარშუა კავკაზ ანსამბლი „დაიმოახ” კონტაქტი


ფონდი „მარშა კავკაზ"

ფონდი „მარშა კავკაზ” (ჩეჩნურ ენაზე „მშვიდობა კავკასიას“)

ზოგადი ინფორმაცია ფონდის შესახებ

საქართველოში მცხოვრები ქისტი ქალების ქარიტატიული ორგანიზაცია „მარშუა კავკაზ“ არის არასამთავრობო, არაკომერციული და არაპარტიული ორგანიზაცია, რომელიც 1999 წლის 24 დეკემბერს იქნა რეგისტრირებული საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ.

საზოგადოება „მარშა კავკაზ“-ის ჩამოყალიბების მოსაზრება წარმოიშვა კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების თემებზე ქისტი საზოგადოების დებატებისას.

ფონდის ოფისი მდებარეობს საქართველოს რესპუბლიკის ახმეტის რაიონის სოფელ დუისში.

ფონდის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა მაყვალა მარგოშვილი.

ფონდის მიზნები

1.ქისტ და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთგაგებისა და დაახლოების გაღრმავება კულტურისა და პოლიტიკის სფეროებში.
2.საქართველოში მცხოვრები ქისტებისა და ჩეჩენი ლტოლვილების მატერიალური, კულტურული და სოციალური დახმარება.
3.ხეობისა და ქისტური კულტურის პოპულარიზაცია – აგროტურისტული საქმიანობის გაშლა, ტურისტების მიღება, პანკისისა და კავკასიის ტურისტული სიკეთით სარგებლობა.
4.პანკისელი ქისტების სულიერი და კულტურული პოტენციალის დაცვისა და განვითარების პროგრამების რეალიზაცია.
5.ჩეჩნეთის ომის მსხვერპლად ქცეული ბავშვების საგანმანათლებლო – აღმზრდელობითი პროგრამების რეალიზაცია.
6.კავკასიაში სამშვიდობო პოლიტიკის პროპაგანდა.
7.საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიალური მთლიანობის პოლიტიკის მხარდაჭერა.
8.ვაინახების ისტორიის წარმოჩენა და იმ საუკეთესო ტრადიციებისა და ჩვევების პროპაგანდა, რაც წინააღმდეგობაში არ მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან.
9.ახალგაზრდების დახმარება ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში, ახალგაზრდებში მზარდი პათოლოგიების პროფილაქტიკა.
10.ქარიტატიული მოღვაწეობა.
11.ყველა სახის საქმიანობა რაც წინააღმდეგობაში არ მოდის საქართველოს რესპულიკის მომქმედ კანონმდებლობასთან, მიუხედავად იმისა განსაზღვრულია თუ არა იგი ფონდის სტატუსით.


up