მაყვალა მარშუა კავკაზ ანსამბლი „დაიმოახ” კონტაქტი


pankisi.org

პანკისის ხეობა მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში,კერძოდ კახეთის რეგიონში.მას გარს არტყავს კავკასიონის მაღალი ქედები,რაც მატებს ხიბლს ხეობის სილამაზეს.

ქალთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მარშუა კავკაზ” (მშვიდობა კავკასიას) გთავაზობთ ღამისათევებისა და ტურიზმის ფართე სპექტრს. ხეობიდან იღებს სათავეს დიდი კავკასიონი ქედის სიღრმისკენ მიმართული მაღალმთიანი მოგზაურობის ბევრი საინტერესო მარშრუტი.

ქისტები, საქართველოში მცხოვრები ჩეჩნები, რომლებიც სახლობენ ხეობაში, ასევე გთავაზობენ მრავალ ფოლკლორულ ღირშესანიშნაობას. გექნებათ საშუალება დაესწროთ ქორწილ-დღეობებს, მუსულმანი ოჯახების სხვა დღესასწაულებს,სუფიტურ ჯგუფურ ლოცვებს - მაგალითად ე.წ. "ძიქარ", რომელიც შერწყმულია ქისტების მხატვრულ წარმოდგენებთან. შეგეძლებათ დააგემოვნოთ ქართულ-ქისტური სამზარეულო, ასევე შეიძინოთ შალისა და ცხვრის ტაყავისაგან დამზადებული სახალხო რეწვის ხელნაკეთი შედევრები!

გეპატიჟებით საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს და საინტერესო კუთხეში, რომელსაც ძალუძს კიდევ უფრო მეტად აღგვაქმევინოს ჩვენი სამყაროს განუმეორებლობა.

The project is coordinated by Fundacja Edukacji Międzykulturowej along with Marshua-Kavkaz. The Project is co-financed by the Polish aid programme 2009 of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland


up