მაყვალა მარშუა კავკაზ ანსამბლი „დაიმოახ” კონტაქტი


აგროტურისტიკა ხადიშათ

ხადიშთ ბაღაკაშვილი
კონტაკტი,–ქართული, ინგლისური, რუსული,


სახლი 2 ორადგილიანი 2 ოთახით.
შესაძლებელია ჯგუფის მიღებაც.



დაბინავების ადგილის აღწერა:
ერთსართულიანი სახლი გადახურული ვერანდით; სახლის გარშემო ბაღი და ბოსტანი; სახლი მთლიანად სტუმრების განკარგულებაშია; ოთახები დიდი და მოხერხებულია, სახლში არის დიდი სასტუმრო ოთახი,ტელევიზორით, მუსიკალური ცენტრით,სასტუმრო სახლის მეზობლად არის ორი სხვა შენობა, რომლებშიც მასპინძლები ცხოვრობენ



სანიტარული პირობები:
ტუალეტი ეზოში, ცალკე ნაგებობაში (კანალოზაციის გარეშე), წყალი ეზოში ონკანიდან ან ჭიდან, სტუმრის სურვილის შემთხვევაში არის აბანოს და ცხელი წყლის საშუალება



----

კვება: სამჯერადი,(ლანჩი)

ნაციონალური საჭმელები


მდებარეობის აღწერა:

სახლი მდებარეობს დუისის ცენტრის ახლოს, მდინარე ალაზანის მახლობლად; ერთ-ერთ სახლში ცხოვრობდა და ასწავლიდა სუფიტების ორდენის წინამძღვარი ისა ეფენდი, ბაღში არის მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა და სამლოცველო სახლი მამაკაცებისა და ქალებისათვის (ქისტების პილიგრიმობის ადგილი) (ისტორიის ბმული).

ცხენებით (სეირნობა ორბორბლიანი ურმით ) პანკისის ხეობაში ცხენით სეირნობა,ნაციონალური ნივთების დამზადებაში მონაწილეობის მიღება.
ფოლკლორული ანსამბლების „დიამოახ“-ის მონაწილეებთან შეხვედრა და სიმღერების მოსმენა.


ღირსშესანიშნეობების დასათვალიერებლად შესაძლებელია ოჯახის წევრმა გიდის ფუნკციაც შეასრულონ,ხეობის დათვალიერება ან სხვა ადგილების ნახვა შესაძლებელია გიდთან ერთად,

მოძანდით და ვეცდებით გასიამოვნოთ.


up