მაყვალა მარშუა კავკაზ ანსამბლი „დაიმოახ” კონტაქტი


ანსამბლი „დაიმოახ”

ფოლკლორული ანსამბლი „დაიმოახ” (ქისტურ ენაზე „სამშობლო”)

საზოგადოება „მარშუა კავკაზ”-ის დაარსებას წინუსწრებდა ქისტური ანსამბლის დუისიდან (ახმეტის რაიონი) „დაომოახ”, ფოლკლორისტული საქმიანობა, არაუგვიანეს 1996 წლისა, რომლის საფუძველზეც ანსამბლის წევრმა ქისტმა ქალებმა, მაყვალა მარგოშვილის ხელმძღვანელობით, მოგვიანებით დააარსეს „მარშუა კავკაზ”.

მთავარი დამფუძნებელი და ინსტრუქტორი იყო და არის მაყვალა მარგოშვილი.

საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა 1996 წლის 24 დეკემბრის დეკრეტით სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს „დაიმოახ“ მიანიჭა ხალხური ანსამბლის წოდება.
1997 წელს თბილისში გამართულ სიმღერისა და ცეკვის სახალხო ფესტივალზე მაყავალა მარგოშვილმა, როგორც ანსამბლ „დაიმოახ”-ის ხელმძღვანელმა, მოიპოვა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრის პირველი ჯილდო.

ანსამბლმა „დაიმოახ” დაარსებიდან დღემდე მრავალი კონცერტი ჩაატარა საქართველოში და საზღვარგარეთ, მათ შორის თურქეთში, საფრანგეთსა და პოლონეთში.
2006 წელს ანსამბლმა „დაიმოახ” პოლონეთის რადიოს, პროგრამა 2-ის სტუდიაში ჩაწერა დისკი. ჩანაწერი დისკიდან რამოდენიმეჯერ იქნა გამოყენებული კავკასიური მუსიკის თემაზე შექმნილ გადაცემებში. სამწუხაროდ პოლონეთის რადიოს არა აღმოაჩნდა ფინანსური საშუალება ამ დისკის გამოსაცემად.

ამჟამად ანსამბლი “დაიმოახ” შედგება მომღერლებისა და სხვადასხვა ინსტრუმენტებზე, მათ შორის: ჩეჩნურ გარმონზე, ფანდურზე (სიმებიანი ინსტრუმენტი), დაირაზე, დამკვრელებისაგან. ანსამბლში არიან მოცეკვავეები, დიდებიცა და ბავშვებიც, რომლებიც ასრულებენ ქისტურ და ქართულ ტრადიციულ ცეკვებს.
ანსამბლი ასევე ასრულებს ყოფით სცენებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, პროგრამაში აქვთ ქისტური და ქართული ლექსების რეჩიტატივები, მათი უმეტესობის ავტორია მაყვალა მარგოშვილი.

ანსამბლში ცალკე ჯგუფს ჰქმნიან დუისელი კუნტა ჰაჯი ქიშიევის სუფიტური ორდენის წევრი ქალები ე.წ. “ჰაჯისტები”, ყველა დაინტერესებული სტუმრისათვის აწყობენ ტრადიციული სუფიტური ლოცვის – “ჯიკ”-ის ჩვენებას, რომელსაც ბოლოს ურთავენ ლოცვას მშვიდობისათვის და მაყვალა მარგოშვილის ლექსებს.

მაყვალას “ჰაჯისტები” ამ რამოდენიმე წლის წინ ანსამბლის მიერ თურქეთში ჩატარებულ კონცერტზე დიდი ოვაციებით იქნენ მიღებულნი.

ამას გარდა ანსამბლს “დაიმოახ” ჰქმნიან გამოჩენილი პიროვნებები და საქართველოში ცნობილი მსახიობები, რომელთა შორის შეიძლება გამოვყოთ:

ნატო (ქეთო) მუთოშვილი ხალაწნიდან – უზარმაზარი სიძლიერის ხმა, მრავალი ლამაზი, ძველი, ხალხური ქისტური და ქართული სიმღერა;

მანანა (ტაისა) ალხანაშვილი, მისი და რაისა, დედა და ქალიშვილები ომალოდან ძალიან ლამაზი ხმის მფლობელები არიან, უკრავენ გარმონზე და ფანდურზე. ისინი დიდი მუსიკალური ტრადიციების ოჯახიდან არიან;

მამული ჯოყოლოდან – ადამიანი ორკესტრი, მშვენიერი ხმით, უკრავს ფანდურზრე და შეუდარებელი მსახიობია;

გელა იმედაშვილი ომალოდან – მშვენიერი ხმა, ბევრი ძველი სიმღერის მცოდნე, კარგი მოცეკვავე;

თამაზ (სულთან) ბორჩაშვილი დუისიდან – მშვენიერი, ძლიერი ხმა, ბევრი ქისტური და ხევსურული სიმღერის მცოდნე, უკრავს გიტარაზე;

ბესლან ბორჩაშვილი ჯოყოლოდან - ძლიერი ხმა, უკრავს ფანდურზე.

რეპერტუარი

ქისტური (ჩეჩნური) ტრადიციული სიმღერები:

1. პანკისი – სიმღერა პანკისის ლამაზ ხეობაზე;
2. ჩერქეზები – სიმღერა სიყვარულზე სამარის კარამდე;
3. ჯამა – უკეთესი დრო დადგა;
4. ჩურტსანა – სტალინის მიერ ყაზახეთში გადასახლებული ჩეჩნების ხსოვნისადმი მიძღვნილი სიმღერა;
5. ნაზმ – რელიგიური ჰიმნი;
6. ჩეჩნური ჰიმნი;
7. საით მიფრინავ მერცხალო, ბარათს გაგატან სატრფოსთან;
8. ჯირუ-ჯირუ – სახუმარო სიმღერა ქმარგაყრილ ქალზე;
9. შეყვარებულო – სასიყვარულო სიმღერა

ტრადიციული ქართული სიმღერები:

1. ლალები – სამშობლოს მონატრება;
2. რად სტირი არაზავ –სტუმართმოყვარეობის სისხლის აღების ადათზე უპირატესობის შესახებ, ვაჟა-ფშაველას პოეზიის მიხედვით;
3. ლომო – სიმღერა სიყვარულზე, სიყვარულისთვის თავგანწირვასა და სიკვდილზე.


up