პანკისის ხეობაში ჩასულ სტუმრებს მასპინძელი ქისტები სთავაზობენ შემდეგ სახის გართობებს:
როდესაც პანკისში იწყება მშრალი და თაკარა ზაფხული (ივლისი-აგვისტო), ყველა ბავშვი იღებს კამერას და მდინარე ალაზანზე მიდიან საცურაოდ.
ალაზანს ჯოყოლოსა და დუისის მიდამოებში სწრაფი დინება აქვს, მაგრამ ღრმა არ ეთქმის. მას მრავალი შენაკადი აქვს, ამიტომ ადამიანი, სამთო კანოებითა და პონტონებით საცურაოდ, უკეთესს ვერც ინატრებს. სსრკ-ს პერიოდში რუსი ტურისტები ძალიან ხშირად სწორედ პანკისში ჩადიოდნენ და პონტონებითა და ტივებით ცურავდნენ.
ალაზანი იდეალურია რაფტინგისათვის, რომლის ადგილობრივი სახეცვლილება, ცურვა ტიკებით, ძალიან პოპულარულია ადგილობრივ ახალგაზრდებასა და ბავშვებში. ცურვა უსაფრთხოა, რადგან ტიკიდან ჩამოვარდნა რამოდენიმე ჩალურჯების მეტი არაფრით გემუქრებათ.
ტიკების დაქირავება წინაწარი შეთანხმებით თქვენს მასპინძელთან შეგიძლიათ. ახალბედებს რომელიმე პანკისელთან წყვილში ცურვას ვთავაზობთ. უფრო უშიშრებს კი ცურვა დამოუკიდებლადაც შეუძლიათ სცადონ. მდინარის ჩიხური შენაკადის არჩევის შემთხვევაში კი ტიკის ქვებზე თრევის მეტი არაფრი გემუქრებათ. მეწყვილის გარეშე ცურვა შეიძლება ტიკის დაკარგვით დამთავრდეს ( თუმცა მისი მოძებნა შეიძლება გაჭირდეს). ცურვა მოხერხებული იქნება გრძელ შარვალსა და მოტკეცილ ფეხსაცმელში (კენჭები რომ არ ჩაგვიცვინდეს).
ახალბედებს ვთავაზობთ ცურვას ჯოყოლოდან დუისამდე – ხანგრძლიობა დაახლოებით 1 საათი (დამოკიდებულია შესვენებების რაოდენობაზე). უფრო გაბედულებს კი – ბირკიანიდან დუისამდე. ცურვა ბირკიანიდან ტექნიკურად უფრო რთულია – მდინარე უფრო ჩქარია ბირკიანის მიდამოებში, დინება და ქვები უფრო ხშირი ჩამოვარდნის საშიშროებას ჰქმნიან. ცურვას დაახლოებით 1,5 საათი დასჭირდება.
სექტემბრის მეორე ნახევარში და ოქტომბრის დასაწყისში პანკისში იწყება შემოდგომა, რომელიც სცვლის ხეობისა და მთების მთელ ფერადოვნებას ხასხასა მწვანიდან ოქროცურვილი სიწითლითა და ყავისფერით. ეს არის მკისა და ბაღჩა-ბაღებში მოწეული ჭირნახულის დაბინავების, ტყის ნობათის და მათშორის პირველ რიგში საკვები წაბლის მოგროვების ხანა. ამ მიზნით კი ქისტები აწყობენ მთელ დღიან გასვლებს მთის ფერდობებზე გაშლილ ტყეებში, ბაწარას ნაკრძალის მიდამოებში. იქაურ წაბლნარში ბევრი ისეთი წაბლი ხარობს, რომელთა ნაყოფი საკვებად ვარგისია. ღუმელში ან გრილზე შემწვარი წაბლი კი უგემრიელესი რამ არის.
თქვენი სურვილის შემთხვევაში ორგანიზებული იქნება საცხენოსნო ლაშქრობა ერთ-ერთი მაღალმთიანი მარშრუტით, რომლებიც დაწვრილებითაა აღწერილი განყოფილებაში “ტრასები”.
ქისტებს ჰყავთ მთის ჯიშის პატარა და მარჯვე ცხენები, რომლებიც უპრობლემოდ დადიან მთის ბილიკებზე ტურისტითა და მისი ბარგით ზურგზე. ცხენზე შეჯდომამდე ქისტები გაჩვენებენ როგორ იკაზმება ცხენი და როგორ მხედრები არიან. ასეთი მერანით მგზავრობა ერთ-ერთი უდიდესი გართობაა მაღალმთიანი ლაშქრობის დროს.
მგზავრობის საბოლოო პუნქტში ჩასულთათვის ასევე ინტერესს მოკლებული არ იქნება ღამისთევა მწყემსების ფაცხაში, სადაც ქისტები ან თუშები გვიჩვენებენ ოციოდე დასახელების ყველის, კარაქისა და არაჟანის დამზადების მთელ პროცესს.
ერთ-ერთი აგრო მასპინძელი ქალბატონი დუისიდან, შორენა ხანგოშვილი, პროფესიით ჟურნალისტი, ფილმის რეჟისორია. სტუდენტობისას გადაიღო ფილმი პანკისელ ქალებზე – მათ ყოფასა და უფლებებზე. ქალების როლი ქისტურ საზოგადოებაში ძალზედ დიდ ინტერესს იწვევს ხეობის დამთვალიერებელ უცხოელებში. ამის გამო ქისტები სიამოვნებით გიჩვენებენ ფილმს, რომელიც გადაღებული იქნა რამოდენიმე ქისტი ქალბატონის ცხოვრების საფუძველზე.
ასეთი ექსკურსიები აღწერილია განყოფილებაში სათაურით “ტრასები”. იქ იპოვით პანკისში და მის უახლოეს შემოგარენში მდებარე მეჩეთებისა და ქართული ეკლესიების უმეტესობის სრულ აღწერას. ხეობაში უკანასკნელ წლებში აშენდა მრავალი ახალი, სახლთან არსებული მეჩეთიც (რომლებიც გვერდზე განთავსებულ ტრასებში არაა განხილული) და რომლებსაც ქისტები ასევე სიამოვნებით დაგათვალიერებინებენ.
ყოველ პარასკევს დაახლოებით 10:00 დუისის ძველ მეჩეთში იკრიბება ვირდუ ქუნტა-ხაჯი კისშიევის მიმდევარი ქალთა სუფიტური ორდენი. ქალები იკრიბებიან, რათა აღავლინონ “ჯიკრ” ორდენის ხელმძღვანელის ალცაანის წინამძღოლობით
ქალები მეჩეთის მათთვის განკუთვნილ ნაწილში ეპატიჟებიან ყველა მსურველს, ვისაც აინტერესებს სუფიტური ტრადიციები. ეს არის პანკისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობა, რომელსაც ძალუძს ადამინებს, რომლებმაც არაფერი სმენიათ ამის მსგავსი, გაგვაცნოს სუფიტური ტრადიციები, მისი შედარება შეიძლება თურქეთის ცნობილ მოცეკვავე დევრიშებთან. ქალებს უფლება აქვთ ყოველივე ამას მეჩეთში, მამკაცებს კი – გარედან, გამოღებული კარებს მიღმა, უყურონ.
პანკისის ყველა სოფელში არის საოჯახო სახელოსნო, სადაც ქისტები მატყლისაგან ამზადებენ თექას – წყალგაუმტარ და უცვეთელ ქსოვილს. მწყემსებისთვის განკუთვნილი თბილი ტანსაცმელის გარდა ოსტატები ამზადებენ მრავალ ფერადოვან აქსესუარსაც – ჩანთებს, ხალითებს, ქუდებს, ფარდაგებს და სხვა. თავად თექის დამზადება განეკუთვნება ყველაზე საინტერესო ტრადიციულ ტექნოლოგიებს, რასაც ქისტები გვიჩვენებენ. უმრავლესობა ამ ნაწარმის შეიძლება შევიძინოთ პანკისის სახელოსნოებში.
ყველა დაინტერესებულს ქისტი ქალები აჩვენებენ როგორ მზადდება ტრადიციული ქისტური კერძები, რასაც ასევე დაურთავენ ჩეჩნური სამზარეულოდან ჟიჟიკ გალნიშს, ქართულიდან ხინკალს, ხაჭაპურს ან ერთსაცა და მეორესაც.
ქისტი ქალები თავად აცხობენ პურს, რასაც თქვენც გასწავლიან ან განახებენ მაინც.